თეიმურაზ ჯუღელს ელიტამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს

AutoSharing Option
22 ივლისს ნაგოიას ბაშოზე მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეოთხე გამარჯვება იზეიმა, ქართველმა სეკივაკემ შოჰოზანი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ჩვენებურს 4-9 ბალანსი აქვს და მე-4 მაეგაშირა იკიოის ხვდება, რომელსაც ანალოგიური ბალანსი აქვს.

ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ძურიოს დივიზიონის პირველმა ნომერმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან ერთ-ერთი ლიდერი ჩიომარუ იორიკირით დაამარცხა და ახლა 7-6 ბალანსი აქვს.

ჩვენებურმა დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთიც რომ მოიგოს, ელიტაში დაბრუნდება. მისი მომდევნო მეტოქე ამაკაზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული