ქართველი სუმოისტების წყვილი მარცხი ნაგოიას ბაშოზე

AutoSharing Option
21 ივლისს ნაგოიას ბაშოზე მეცხრედ დამარცხდა დასავლეთის სეკივაკე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ამჯერად, ქართველ სუმოისტს მიოგირიუ მოერია. ტოჩინოშინს 3-9 ბალანსი აქვს და ახლა მე-4 მაეგაშირა შოჰოზანს ხვდება.

იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ლიდერებს ჩამორჩა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც ტურნირზე მესამე მარცხი იწვნია. 10-10 მოგებით ჰარუმაფუჯი და კისენოსატო ლიდერობენ.

დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), რომელიც ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერია. ჩვენებურმა კიოკუშუჰოსთან დათმო იორიკირის ილეთით და ახლა ჩიომარუს ხვდება. ჯუღელს 6-6 ბალანსი აქვს და ელიტაში დაბრუნებასთან ორი მოგება აშორებს.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტერუნოფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაისეი
(უვატედაშინაგე, კისენოსატო-შოდაი (ცუკიდაში), გოეიდო-იკიოი (იორიკირი), მიოგირიუ-ტოჩინოშინი (სეკივაკე).

სატურნირო მდგომარეობა
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
9-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკაიასუ (კომუსუბი), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 2), ტაკანოივა (მ 10)... 3-9: ტოჩინოშინი (სეკივაკე).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ჰაკუჰო-გოეიდო, ტერუნოფუჯი-შოდაი, კაისეი-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული