თეიმურაზ ჯუღელს ელიტამდე ორი მოგება აშორებს

AutoSharing Option
20 ივლისს ნაგოიას ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), ქართველმა სეკივაკემ იორიკირის ილეთით დაამარცხა მიტაკეუმი. ჩვენებურს 3-8 ბალანსი აქვს და მე-3 მაეგაშირა მიოგირიუს (7:6 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება.

დარჩენილ ორთაბრძოლებში ქართველის მისია რაც შეიძლება მეტი გამარჯვების მოპოვებაა, რომ რიგით მაეგაშირობამდე არ ჩამოქვეითდეს.

ძურიოს დივიზიონში ბაშოს დასრულებამდე 4 დღით ადრე დადებითი ბალანსი აქვს თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) - 6-5. ქართველმა ელიტის წარმომადგენელი სადანოფუჯი დაამარცხა ჰატაკიკომის ილეთით. გაგამარუ კიოკუშუჰოს ხვდება. ორი მოგებაც და ჩვენებური ელიტაში დაბრუნდება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იჩინიჯო (უვატენაგე), ჰაკუჰო-კაისეი (იორიკირი),
ტერუნოფუჯი-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), კისენოსატო-იკიოი (იორიკირი), ტოჩინოშინი-მიტაკეუმი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-2: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტაკაიასუ (კომუსუბი)... 3-8: ტოჩინოშინი (სეკივაკე).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტერუნოფუჯი, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კისენოსატო-შოდაი, გოეიდო-იკიოი, ტოჩინოშინი-მიოგირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული