სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ქართველთა დუბლი ტოკიოში

AutoSharing Option
იანვრის ბაშოზე დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) არ ნებდება, ბოლომდე იბრძვის. ასპარეზობის მე-11 დღეს მან იორიკირის ილეთით კოტოიუკი დაამარცხა. ქართველ სუმოისტს 4-7 ბალანსი გაუხდა.

შეგახსენებთ, რომ მას ფეხი აღარ უნდა დაუცდეს, თორემ კომუსუბის რანგიდან ჩამოაქვეითებენ. ჩვენებურის მეტოქე პირველი მაეგაშირა შოჰოზანია (5:3 ურთიერთშეხვედრებში), რომელმაც უარყოფითი ბალანსი უკვე გაიფორმა.

მოიგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), ჩვენებურმა კაგაიაკის აჯობა და 6-5 ბალანსი გაუხდა. ახლა 199-კილოიანი ქართველი ტაკანოივას (3:0 ურთიერთშეხვედრებში) დაუპირისპირდება.

ბაშოზე კი ერთპიროვნულად ოძეკი კოტოშოგიკუ გალიდერდა (11-0), რომელმაც დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო განდევნა დოჰიოდან.

XI დღე
(მნიშვნ. ბრძოლები): კოტოშოგიკუ-ჰაკუჰო (ოშიდაში), კაკურიუ-კაისეი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ოშიდაში), იოშიკაძე-კისენოსატო (კატასუკაში), ტოჩინოშინი-კოტოიუკი (იორიკირი), გაგამარუ-კაგაიაკი (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: კოტოშოგიკუ (ოძეკი)
10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 6-5: გაგამარუ (მაეგაშირა 9)... 4-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XII დღე (მნიშვნ. წყვილები): კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, ჰაკუჰო-გოეიდო, კისენოსატო-კაისეი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი, გაგამარუ-ტაკანოივა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული