სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულის დაკარგვის ზღვარზე

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს მე-9 დღეს კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-7 მარცხი იგემა. მან აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოისთან ვერაფერი გააწყო. ამრიგად, ჩვენებურმა წაგებების ლიმიტი ამოწურა და მომდევნო მარცხი მას რანგის დაკარგვად დაუჯდება, ლევანი რიგითი მაეგაშირა გახდება.

ეს რომ არ მოხდეს, მან ჯერ მე-3 მაეგაშირა იჩინოჯო (7:2 ურთიერთშეხვედრებში), მერე კიდევ დარჩენილი ყველა ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ უნდა დაასრულოს.

წააგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), 199-კილოიანმა სუმოისტმა ვერ გაუძლო კიტატაიკის შეტევას და ახლა 4-5 ბალანსი აქვს. გაგამარუს მომდევნო მეტოქე გამოცდილი ტოიოჰიბიკია (5:6 ურთიერთშეხვედრებში).

IX დღე
(მნიშვნ. ბრძოლები): კაკურიუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი (უვატენაგე), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (უვატედაშინაგე), აოიამა-კისენოსატო (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-კაისეი (იორიკირი), იკიოი-ტოჩინოშინი (შიტატენაგე), კიტატაიკი-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი)
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 4-5: გაგამარუ (მაეგაშირა 9)... 2:7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე (მნიშვნ. წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-კაისეი, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ტოჩინოშინი-იჩინოჯო, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული