სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ლევან გორგაძემ ზედიზედ ორი ოძეკი დაამარცხა

AutoSharing Option
იანვრის ბაშოზე დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ორ მარცხს ორი გამარჯვება მოაყოლა, თანაც, ორივეჯერ მან ოძეკის რანგის (ჩემპიონი) სუმოისტი დაამარცხა.

ამჯერად, ჩვენებურმა კისენოსატოს მოუგო კარიერაში მეექვსედ. ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე ისევ ოძეკია - კოტოშოგიკუ, რომელიც ჩვენებურისთვის ერთობ უხერხული მეტოქეა - 4:19 ურთიერთშეხვედრებში.

მე-9 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ჩიოტაირიუსთან წააგო, მას 2-2 ბალანსი აქვს და აქამდე დაუმარცხებელ ტაკაიასუს ხვდება (3:5 ურთიერშეხვედრებში).

IV დღე (მნიშვნ. ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო (იორიკირი), ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კაკურიუ-შოჰოზანი (იორიკირი), გოეიდო-იკიოი (კუბინაგე), ტოჩინოშინი-კისენოსატო (შიტატენაგე), ტერუნოფუჯი-აოიამა (იორიკირი), ჩიოტაირიუ-გაგამარუ (ჰატაკიკომი).

V დღე
(მნიშვნ. წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, კაკურიუ-იკიოი, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კისენოსატო-შოჰოზანი, ტერუნოფუჯი-კიოკუშუჰო, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, გაგამარუ-ტაკაიასუ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა, ყველაზე ნაკლებად ტექნიკური ოძეკია ოძეკებს შორის კოტოშოგიკუ და მაინცდამაინც მაგასთან უჭირს ლევანს.. იმედია, დღეს გააგორებს!!!
ლევანი
09:50 14-01-2016
0

სიახლეები პოპულარული