სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძე იბრძვის, თეიმურაზ ჯუღელმა მიზანს მიაღწია

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშო დასასრულს უახლოვდება. დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი 3 დღე, რომელმაც უნდა გაარკვიოს იმპერატორის თასის მფლობელი - 11-დან 11 მოგებით აშკარა ფავორიტი რეკორდსმენი იოკოძუნა ჰაკუჰოა.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ბოლომდე იბრძვის. მას წაგების უფლება აღარ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუსუბის ტიტულს დათმობს.

ჩვენებურმა პოპულარულ სუმოისტს ამინიშიკის აჯობა. ტოჩინოშინს 4-7 ბალანსი აქვს და ეგვიპტელ ოსუნაარაშის ხვდება.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მიზანს უკვე უწია - მე-8 გამარჯვება იზეიმა და რეიტინგში აუცილებლად დაწინაურდება. გაგამარუმ დაიეიშოს აჯობა და ახლა იკიოის ხვდება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი
(ოშიდაში), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), იჩინოჯო-გოეიდო (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-იოშიკაძე (კოტენაგე), ტოჩინოშინი-ამინიშიკი (იორიკირი), გაგამარუ-დაიეიშო (კოტენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
10-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
9-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 10)... 8-3: გაგამარუ (მ 11)... 4-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი)

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-კაკურიუ, ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ტოიონოშიმა-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ოსუნაარაში, გაგამარუ-იკიოი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული