სუმო. კიუშუს ბაშო. ლევან გორგაძეს წაგების უფლება აღარ აქვს

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე ორი მესამედი მიილია და აღმოსავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) ტიტულის დაკარგვის საფრთხე ემუქრება - მან პირველ მაეგაშირა იჩინოჯოსთან წააგო და 7 მარცხი დაუგროვდა. ერთიც და უარყოფითი ბალანსი "გარანტირებულია", ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე "მატადორი" ამინიშიკია.

სამაგიეროდ, ერთი მოგებაღა აშორებს სანუკვარ 8 გამარჯვებამდე გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი). მძიმეწონოსანმა ქართველმა მოუგო კიტატაიკის და ახლა დაიეიშოს ხვდება.

ათი დღის შემდეგ მხოლოდ ერთი სუმოისტია დაუმარცხებელი - დიდი ჩემპიონი მონღოლი ჰაკუჰო.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): გოეიდო-კაკურიუ (იორიკირი), ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ (უვატედაშინაგე), ტოიონოშიმა-კისენოსატო (ოშიდაში), ტერუნოფუჯი-მიოგირიუ
(იორიტაოში), იჩინოჯო-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-კიტატაიკი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა).
8-2: კისენოსატო (ოძეკი), შოჰოზანი (მაეგაშირა 10), ტაკაიასუ (მ 12)... 7-3: გაგამარუ (მ 11)... 3-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, გოეიდო-იჩინოჯო, ტერუნოფუჯი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, გაგამარუ-დაიეიშო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული