სუმო. ნაცუ ბაშო. 10-24 მაისი: ქართველთა მოგება და წაგება

AutoSharing Option
ზაფხულის ბაშოს მეხუთე დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეოთხე მარცხი იგემა - ქართველი პირველი მაეგაშირაა რანგში და ამიტომ სულ უძლიერეს სუმოისტებთან უწევს ჭიდილი. ამჯერად, მისი მეტოქე სეკივაკე ტერუნოფუჯი იყო. 23 წლის მონღოლმა იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ლევანის მორიგი მეტოქე უფრო მაღალი რანგისაა, ოძეკი გოეიდო. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ჩვენებურს სჯობნის - 8:4.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ზედიზედ მეორედ იმარჯვა. მან ამჯერად შოთა ენდო დაამარცხა. ახლა ჩვენებური "მატადორ" ამინიშიკის დაეჭიდება (2:2 ურთიერთშეხვედრებში).

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-ოსუნაარაში (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იჩინოჯო (იორიკირი), გოეიდო-ტაკარაფუჯი (უვატენაგე), კისენოსატო-მიოგირიუ (იორიკირი),
ტერუნოფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-ენდო (კიმედაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ტაკაიასუ (მაეგაშირა 8), კაისეი (მ 11)... 2-3: გაგამარუ (მ 6)... 1-4: ტოჩინოშინი (მ 1).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოკუშორიუ, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-გოეიდო, კისენოსატო-ტოიონოშიმა, კოტოშოგიკუ-სადანოუმი, გაგამარუ-ამინიშიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული