ქართველი სამბისტები ლიტვაში გამოვლენ

AutoSharing Option
დღეს რიგაში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის მსოფლიოს პირველობა იწყება. ვაჟთა შორის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ლევან ბერძენიშვილი (48), გივი ნადარეიშვილი (52), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), თორნიკე თათარაშვილი (62), ზვიად კაპანაძე (68), გიორგი პაპუნაშვილი (74), ლაშა ზურაბიანი (82), გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100) და სლავა რეზესიძე (+100) იჭიდავებენ, ჭაბუკებში - ლერი ბედინაძე (48), აბესალომ ვაშაყმაძე (52), თორნიკე მუზაშვილი (56), ოთარ გაბუნია (60), ბექა ტუღუში (65), მიხეილ მეზურნიშვილი (70), გიორგი ბიწაძე (75), რევაზ წულუკიძე (81), ალექსანდრე მილდიანი (87), გაგა ჯიხვაძე (+87). ერთი
მონაწილე გოგოების ტურნირშიც გვეყოლება - ახალგაზრდებში შორენა შარაძე (64) იასპარეზებს.

შეჯიბრება დღეს იქაური დროით 10 საათზე დაიწყება და ახალგაზრდა ბიჭებში 48, 62 და 82, ჭაბუკებიდან კი 48, 60, 75-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ზეგ ჭაბუკებიდან 52, 65, 81, +87, ახალგაზრდებიდან კი 52, 68, 90 და +100 კილოგრამების ჯერია. ზეგვე იჭიდავებს შარაძეც, ჩემპიონატი კი 16 ოქტომბერს დასრულდება დანარჩენი წონების სამბისტთა შეხვედრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული