საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში რუსეთი დაამარცხა!

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ პირველობაში პირველივე შეხვედრაში ტუნისს მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლეთის ნაკრებთან წააგო.

ამის შემდეგ ქართველი ძიუდოისტები რეპეშაჯში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

პირველები ტატამზე 66 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვიდნენ. სამწუხაროდ ამირან პაპინაშვილმა მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო. მან სამი იუკოთი წააგო.

73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

სამწუხაროდ მესამე შეხვედრა წააგო უშანგი მარგიანმა (81), რომელიც მეტოქესთან ვაზარით და ერთი იუკოთი
დამარცხდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა მეტოქეს ილეთი გაუკეთა და შემდეგ შებოჭა. ამ გამარჯვებით ლიპარტელიანმა ანგარიში გაათანბრა - 2:2.

მეხუთე შეხვედრაში ლევან მატიაშვილმა პირველი წუთზე მეტოქეს ვაზარი აუღო და შემდეგ რუსი ძიუდოისტი იპონზე დააგდო და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ქართველების მეტოქე იაპონიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელ მდგომარეობაშია გუნდი :( ბრინჯაოს აღებაც სასწაული იქნება მართლა. რუსების მოგება დიდი არაფერი, ეგენიც ძალიან სუსტები არიან, თან გუნდურში ძლიერები არ გაიყვანეს...
სერიოზული რეფორმები თუ არ გაატარეს ვარჯიშის და გრაფიკის მხრივ ჩვენებმა, გაისის ოლიმპიადაზე დავრჩებით ისე..
ფრანიო
15:13 30-08-2015
0
ტუნისსარ მოვუგეთ?
0

სიახლეები პოპულარული