ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: გიორგი ნიაზაშვილი ნახევარფინალშია

AutoSharing Option
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დღეს, 5 აგვისტოს დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაუმარცხებლად ასპარეზობს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ნიაზაშვილი, რომელიც 50 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალშია გასული.

ნიაზაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ჯერ ბოსნიელ დავიდ პუსიჩს სძლია, შემდეგ კი ბრაზილიელ პაულო ჟოაო კორეიას, ფინალის საგზურისთვის კი ყაზახ აიბოლატ ისტიბაის შეხვდება.

ამავე წონაში თავისი პირველივე პაექრობა დათმო ზურაბ კახნიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ზურაბს მეტოქედ ჩეხი დავიდ ვოპატი ჰყავდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო.

55 კგ-მდე წონითი კატეგორიის რეპეშაჟში
აგრძელებს ბრძოლას ივანე ხუბაშვილი, რომელიც რუს ხამზატ ახმაროვთან დამარცხების შემდეგ ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველო სულ 17 ძიუდოისტით იასპარეზებს - 10 ვაჟი და 7 გოგონა.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მძიმედ დაიწყებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული