ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხეზე ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
9 სექტემბერს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბათუმის "ნონა" აზერბაიჯანის "ოდლარ იურდუს" დაუზავდა - 2:2 (ნანა ძაგნიძე-ზეინაბ მამედიაროვა 1:0, ნინო ბაციაშვილი-გულნარ მამადოვა 0:1, ბელა ხოტენაშვილი-ნარმინ კაზიმოვა 0.5:0.5, სალომე მელია-აიდან ჰოჯატოვა 0.5:0.5) და ხუთი ქულით მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ტურის დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დასრულდა: "იუგრა" (რუსეთი)-"მონტე კარლო" 1.5:2.5, "გორაჩიჩი" (სერბეთი)-"ლადია" (ყაზანი) 1.5:2.5, "ფიშერი" (იტალია)-"კაუნასი" (ლიტვა) 2.5:1.5, "ლაციო" (იტალია)-"პეტერბურგი" (რუსეთი) 0.5:3.5, "მოსკოვი" (რუსეთი)-"ავსტრია" 4:0, "რიშონი" (ისრაელი)-"მიდლენდი" (ინგლისი) 2:2.

ოთხი ტურის შემდეგ: "მონტე კარლო" - 8,
"იუგრა", "ლადია" - 6-6, "ნონა", "ოდლარ იურდუ", "ფიშერი" - 5-5 ქულა.

დღეს, მე-5 ტურში "ნონა" "იუგრას" გაუწევს მეტოქეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვიშველა მელაიას მეტოქემ=არაუშავს
giorgi
08:01 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული