საჭადრაკო ოლიმპიადა: იმედგაცრუება ფინიშის სწორზე

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს, 13 სექტემბერს, დამთავრდება 42-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც გუნდურ მედლებს უჩვენოდ გაინაწილებენ. ეს ცხადი გახდა მე-10 ტურში ქართველი დიდოსტატების მარცხის შემდეგ.

ვაჟთა ნაკრები ცხრა ტურის შედეგებით მე-4 ადგილზე იყო. გუშინ სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე კვლავ ჩინებულად ითამაშა ბაადურ ჯობავამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ფაბიანო კარუანას (2808) დაუზავდა.

მიხეილ მჭედლიშვილმა შავი ფიგურებით ჰიკარუ ნაკამურას აჯობა, ხოლო ბოლო ორ დაფაზე ლევან ფანცულაია და თორნიკე სანიკიძე, შესაბამისად, ვესლი სოსა და სამუელ
შანკლენდთან დამარცხდნენ.

ამ გამარჯვებით ამერიკელებმა უკრაინელებთან ერთად სათავეში ადგილი შეინარჩუნეს. საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზე დაქვეითდა, თანაც ისე, რომ სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგა.

X ტური
საქართველო-აშშ 1.5:2.5
ჩეხეთი-უკრაინა 1:3
ინდოეთი-რუსეთი 2:2
ინგლისი-აზერბაიჯანი (1) 2.5:1.5
ლატვია-კანადა 1:3
ნორვეგია-ირანი 3.5:0.5
მოლდოვა-იტალია 1.5:2.5

10 ტურის შემდეგ: აშშ, უკრაინა-18-18, რუსეთი-16, კანადა, ინდოეთი, ნორვეგია, სლოვენია, ინგლისი, პერუ, იტალია-15-15. რვა გუნდს, მათ შორის - საქართველოს, 14-14 ქულა აქვს.

XI ტური
აშშ-კანადა
უკრაინა-სლოვენია
რუსეთი-იტალია
ინდოეთი-ნორვეგია
პერუ-ინგლისი
თურქეთი-საქართველო

ქალთა ტურნირში ჩვენს მანდილოსნებს მედლებისთვის ბრძოლის შანსის შესანარჩუნებლად გუშინ რუსებთან მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს - პირიქით, 1.5:2.5 დამარცხდნენ და 13 ქულით მე-16 ადგილზე დაქვეითდნენ.

ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონებისგან ასეთ შედეგს არავინ მოელოდა. პირველ-მეორე დაფებზე ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა, შესაბამისად, ალექსანდრა კოსტენიუკსა და ვალენტინა გუნინასთან წააგეს, ბელა ხოტენაშვილი ალექსანდრა გორიაჩკინას დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა ოლგა გირიას მოუგო.

X ტური
რუსეთი-საქართველო 2.5:1.5
პოლონეთი-ჩინეთი 1.5:2.5
ინდოეთი-უკრაინა 2:2
აზერბაიჯანი (1)-კოლუმბია 3:1
მონღოლეთი-აშშ 2:2
საფრანგეთი-უნგრეთი 1.5:2.5

10 ტურის შემდეგ: ჩინეთი-18, რუსეთი-16, პოლონეთი, უკრაინა, ინდოეთი, უნგრეთი, აშშ, ბულგარეთი-15-15 ქულა.

XI ტური
ჩინეთი-რუსეთი
უნგრეთი-პოლონეთი
უკრაინა-ბულგარეთი
აშშ-ინდოეთი
აზერბაიჯანი (1)-მალაიზია
საქართველო-ავსტრია

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ტრომსომ (ნორვეგია) უმასპინძლა. მაშინ ქალებში გუნდური მედლები ასე განაწილდა: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა. საქართველომ ამავე შემადგენლობით მე-4 ადგილი დაიკავა.

ვაჟებში პირველ ადგილზე ჩინელები გავიდნენ, მეორე-მესამე ადგილები უნგრელებმა და ინდოელებმა გაინაწილეს. ვაჟთა პირველ დაფაზე საუკეთესო იყო ჩინელი იუ იანი, ხოლო ქალებში ნანა ძაგნიძემ გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
me-ს
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გასაანალიზებელია ყველაფერი და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ჭადრაკისადმი ვინაიდან 2018 წელი სულ მალე მოვა
sano
18:23 15-09-2016
0
თქვენ ხან ისე საუბრობთ,ხან ასე.კარგით თუ ასე კარგად ერკვევით გეცოდინებათ რომელი დაფა იყო ნინო ნაციაშვილი და ვის შეხვდა ისეთს განსაკუთრებულს?ხო რაც შეეხება ლასას წარმატებას დიახაც მასში მეტოქისად ბევრმა მოულოდნელობამაც ითამაშა დიდი როლი,და ერთერთი ის იყო რომ ის ფაქტიურად უცნობი იყო.რატომ გგონიათ რომ ვინმე დაკანკალებს ან ბადურის რეიტინგს ან ბელას რეიტინგს?ეს ხალხი ყველა პარტიას მოგებაზე თამაშობს და იქ სადაც მოგებაა,წაგებაც იქვე ნავარდობს.და კიდევ თქვენი დასკვნებით კი ვხედავ რომ რომ უბრალოდ რისი თქმა გინდათ --გეგულებათ ვინმე ამ გოგონებზე ძლიერიი?უბრალოდ ვერ შეხვდენ ფორმაში ან სულაც არ წაუვიდათ თამაში ეგაა სულ
sano
18:17 15-09-2016
0

სიახლეები პოპულარული