საჭადრაკო ოლიმპიადა: ვაჟები ჩეხებს ხვდებიან, ქალები - მასპინძლებს

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბაქოში დღეს განახლდება მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

განვლილ 5 ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა (მწვრთნელი და კაპიტანი ზურაბ სტურუა) ოთხი მეტოქე (მიანმარი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი) დაამარცხა და ირანის გუნდს დაუზავდა, მოაგროვა ცხრა ქულა და გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

ნაკრების წევრთა მონაგარი კი ასეთია: პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავამ ოთხ ტურში 3.5 ქულას მოუყარა თავი. მიხეილ მჭედლიშვილი-1.5 ქულა (3 პარტიიდან), ლევან ფანცულაია-4 (5), თამაზ გელაშვილი-3 (4), თორნიკე სანიკიძე-3 (4).

საქართველოს ვაჟთა ნაკრები მე-6 ტურში ჩეხეთთან გაარკვევს ურთიერთობას.

საქართველოს ქალთა ნაკრებმაც (კაპიტანი
დავით ჯოჯუა
, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა) ოთხ გუნდს (სმენადაქვეითებულთა გუნდი, ესტონეთი, ეგვიპტე, პერუ) სძლია, ფილიპინელებთან წააგო - 1.5:2.5 და ლიდერებს - უკრაინასა და რუსეთს 2-2 ქულით ჩამორჩება.

დაფების მიხედვით ჩვენებურთა მონაგარი: ნანა ძაგნიძე-3 (4), ლელა ჯავახიშვილი-3.5 (4), ბელა ხოტენაშვილი-4 (5), ნინო ბაციაშვილი-5 (5), სალომე მელია-1 (2).

ჩვენს მანდილოსნებს დღეს აზერბაიჯანის პირველი ნაკრები გაუწევს მეტოქეობას.

ბაქოს ტურნირზე ქართველი მოჭადრაკეები სხვა ქვეყნების სპორტულ ღირსებასაც იცავენ: ნაზი პაიკიძე აშშ-ის ნაკრების მეორე დაფაზე თამაშობს. ხუთ ტურში მან ოკეანისგაღმელებს 3 ქულა შესძინა. ანა მათნაძე ესპანეთის ქალთა გუნდშია-4 ქულა (5 პარტიიდან, III დაფა), თეა ლანჩავა (ჰოლანდია)-3 (4, III), ნინო მაისურაძე (საფრანგეთი)-2 (3, III), ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)-2.5 (4, I), ლალი აღბაბიშვილი (კანადა)-3 (4, IV), დავით შენგელია (ავსტრია)-3 (5, II).

საჭადრაკო ოლიმპიადა. VI ტური (ლიდერები)
ქალები
უკრაინა (10)-რუსეთი (10)
რუმინეთი (9)-ჩინეთი (9)
საქართველო (8)-აზერბაიჯანი-1 (9)
ყაზახეთი (8)-უნგრეთი (8)
პოლონეთი (8)-ვიეტნამი (8)
ინდოეთი (8)-ლატვია (8)
თურქეთი (8)-აშშ (8)
ჰოლანდია (8)-სერბეთი (8)

ვაჟები
ინდოეთი (10)-ჰოლანდია (10)
აშშ (9)-უკრაინა (10)
ჩეხეთი (9)-საქართველო (9)
საბერძნეთი (8)-აზერბაიჯანი-1 (8)
კანადა (8)-ბელორუსი (8)
გერმანია (8)-რუსეთი (8)
ჩინეთი (8)-არგენტინა (8)

საჭადრაკო ოლიმპიადაზე შვეიცარიული სისტემით სულ 11 ტური გათამაშდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული