ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძე ნახევარფინალში ვერ გავიდა

AutoSharing Option
ირანში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 ეტაპის დასრულების შემდეგ ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

სამწუხაროდ, მათ შორის ქართველები ვეღარ მოხვდნენ. უკვე ვწერდით, რომ მეოთხე რაუნდში მიღწეული წარმატებით მედლებისთვის ბრძოლას უკარაინელი ანა მუზიჩუკი, მსოფლიოს და ევროპის რუსი ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი და ჩინელი თან ჩჟუნი განაგრძობდნენ.

ნახევარფინალის მეოთხე მონაწილე გუშინდელ ტაიბრეიკს უნდა გამოევლინა. ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ და ინდოელმა ჰარიკა დრონავალიმ თითო კლასიკური პარტია მოიგეს.

25-წუთიანი რაპიდის პირველი პარტია თეთრებით ჰარიკამ მოიგო, მეორე ორთაბრძოლა ყაიმით დასრულდა და ნახევარფინალში დრონავალი გავიდა, რომელიც თან ჩჟუნს გაუწევს მეტოქეობას,
ევროპელები - მუზიჩუკი და კოსტენიუკი კი ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული