ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ძაგნიძე-დრონავალის წყვილში გამარჯვებულს ტაიბრეიკი გამოავლენს

AutoSharing Option
ირანის დედაქალაქ თეირანში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

მედლებისთვის მებრძოლთა შორის არის ნანა ძაგნიძე, რომელიც მეოთხედფინალის პირველ ტურში შავი ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონავალისთან დამარცხდა, მაგრამ გუშინ მეორე ტურში რევანში აიღო და მინი-მატჩში წონასწორობა აღადგინა - 1:1. მათ შორის უძლიერესს დღევანდელი ტაიბრეიკი გამოავლენს. აქ გამარჯვებული ნახევარფინალში ჩინელ თან ჩჟუნის შეხვდება.

ამ უკანასკნელმა გუშინ შავი ფიგურებით ჩემპიონატის რეიტინგფავორიტს, თანამემამულე ცზიუ ვენძიუნს მოუგო და მატჩში 1.5:0.5 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცზიუ ვენძიუნმა ფიდეს 2016-17 წლების გრან პრი მოიგო და ექვსი თვის შემდეგ ტიტულისთვის
მსოფლიოს ჩემპიონს შეხვდება.

ერთნაირი ანგარიშით - 1.5:0.5 უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) სძლია, ხოლო, ასევე, მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი) ნი შიციუნი (ჩინეთი) დაამარცხა.

ფინალში გასასვლელად სწორედ მუზიჩუკი და კოსტენიუკი ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული