დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

AutoSharing Option
კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, "პირველ არხზე" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამ რეორგანიზაციის შედეგად, არხზე უკვე შეიცვალა სპორტული განყოფილება, რომელსაც პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თავისი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან - გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური.

ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატჩები პირველი არხის ეთერში 18 აგვისტოს უკვე მოისმინა მაყურებელმა.

რაც შეეხება დავით მინაშვილს, მისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ბოლო ეთერი უეფას სუპერთასზე იყო. 12 აგვისტოს
მინაშვილმა ერთი თვით შვებულება აიღო.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მინაშვილს სხვა განყოფილებაში გადასვლას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან მეორე კომენტატორი - სანდრო ცნობილაძეც დაითხოვა.

ასევე იხილეთ:
სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს
მკითხველის კომენტარები / 16 /
მადლობა ღმერთს. მინაშვილის "წაყვანილი" რეპორტაჟები იყო აბსოლუტური კოშმარი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ ანდობდნენ ამ საქმეს კაცს, რომელსაც თამაშის ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეეძლო. რაც შეეხება ახალ წამყვანებს - ერთი თამაში ვნახე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი....
მამუკა
09:18 22-08-2015
0
ეს და სხვაც, ვერცერთი ელემენტარულ დონეს ვერ ქაჩავს! ჯამლეტი ასაკშია და გასაგებია... მან თავის სიტყვა უკვე თქვა. ორს რომ მიჰყავს ხოლმე რეპორტაჟი, საერთოდ საშინელებაა, ერთად, რომ აყაყანდებიან ხოლმე... ქართულზე აღარაფერს ვამბობ. რა სკოლა გვქონდა (ეროსი, კოტე)? ისევ ბანანაშვილი ჯობია ყველას. ქართულს თუ გაასწორებს(ღვინჯილიას შეუძლია დაეხმაროს), მეტყველებაც უვარგა, ტემბრიც კარგი აქვს, მატჩსაც მიყჰვება და სისულელეებსაც არ ლაპარაკობს. სხვებთან შედარებით პროფესიონალს ჰგავს!
jiji
12:20 20-08-2015
0

სიახლეები პოპულარული