დოპინგი: ორი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა არ გამორიცხა რუსი სპორტსმენების სრული შემადგენლობით მოკვეთა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო თავისი გამოძიებით დაამტკიცებს, რომ რუსეთში დოპინგის სისტემური პრობლემა არსებობს.

"რუსი სპორტსმენების მონაწილეობა 2016 წლის ზაფხულის თამაშებში დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიების შედეგებზე. თუ დამტკიცდება სპორტის ბევრ სახეობაში დოპინგის გამოყენებაზე ორგანიზებული და სისტემური მიდგომა, მაშინ საერთაშორისო ფედერაციები იძულებულნი იქნებიან მიიღონ რთული გადაწყვეტილება კოლექტიურ და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე", - მოჰყავს ბახის სიტყვები გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ს.

* * *
ამასობაში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ის ეფუძნება მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი შეფის გრიგორი როდჩენკოვის სკანდალურ განცხადებებს, რომელიც გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსში" დაიბეჭდა. სტატიაში დაწვრილებით იყო აღწერილი რუსი სპორტსმენების მიერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებზე აკრძალული პრეპარატების გამოყენების სქემა. ამ სქემის წყალობით, რუსებმა ზამთრის თამაშებზე 13 მედალი მოიპოვეს.

წყაროს ინფორმაციით, ამ გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, თაღლითობის ბრალდება წაუყენონ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და რუს ჩინოვნიკებს.

"იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკა ისეთია, რომ ჩვენი ოფისები არ აკეთებენ კომენტარებს გამოძიებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ შემიძლია დავადასტურო ან ვუარყო რაიმე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიუ იორკის ოლქის ფედერალური პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა ნელინ მაკინტოშმა.

* * *
მოკლედ, რუსებს ყველა მხრიდან უტევენ და ქვეყნის სპორტის სამინისტროს ისღა დარჩენია - უკან დაიხიოს და საკუთარი განცხადებების ტონი შეარბილოს. სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაქსიმალურად დაეხმარებიან როდჩენკოვის საქმეზე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გამოძიებას.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ და მზად ვართ, სრული დახმარება გავუწიოთ გამოძიებას, რომელსაც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო ატარებს, რაზეც მას ოფიციალური წერილით მივმართეთ.

მაგრამ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული უნდა იყოს. "სუფთა" სპორტსმენებს, რომლებმაც წლები დახარჯეს, პატიოსნად ვარჯიშობდნენ და ყველა წესს იცავდნენ, არ უნდა აეკრძალოთ ტურნირებზე გამოსვლა", - წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

* * *
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვა ფრონტიდანაც შეუტია დოპინგის მომხმარებლებს. ამ ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, შესაძლოა, არ დაუშვან 31 სპორტსმენი სპორტის ექვსი სახეობიდან.

კომიტეტმა ეს სია მას შემდეგ შეადგინა, რაც ხელმეორედ შემოწმდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების 454 დოპინგ-სინჯი. უახლოეს დღეებში, გამოქვეყნდება ლონდონის 2012 წლის თამაშებზე აღებული 250 დოპინგ-სინჯის გადამოწმების შედეგები.

ცნობილმა ნორვეგიელმა ექიმმა ინგარდ ლერეიმმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ასევე საჭიროა ტურირის 2006 წლის ზამთრის თამაშების სინჯების გადამოწმება.

"შესანიშნავია. ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით ამ შედეგებს. ასევე ველოდებით ტურინი 2016-ის სინჯების გადამოწმებას. იქაც არის გარკვეული ეჭვები დოპინგზე. ბევრი ჭორი დადიოდა", - აცხადებს ლერეიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიყალბე, ტყუილი, ფული/ქრთამი, "დაბოლება", დაყვავება, დაშინება... კალაშნიკოვი...
რუსეთის "ხიბლი" და "ძლიერება"...
12:13 19-05-2016
0
ახლა გასაგებია როგორც მოიპოვეს რუსებმა ამდენი მედალი სოჩში!!!!! მოკვეთონ ყველა ვინც ეგრე უსინდილოდ იქცეოდნენ,წესით ის მედლებიც უნდა ჩამოართვან
guro
11:31 19-05-2016
0

სიახლეები პოპულარული