Bild: ტომას ბახი ვლადიმირ პუტინის პუდელია!

AutoSharing Option
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პუდელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე დაუშვა.

გერმანულმა გაზეთმა ამ კომიტეტის გადაწყვეტილებას სტატია მიუძღვნა, სადაც ბახს იმაში ადანაშაულებს, რომ კომიტეტის პრეზიდენტმა პუტინთან მეგობრობა სპორტზე წინ დააყენა და რუსეთს ოლიმპიადის კარები კვლავ გაუღო, მიუხედავად ქვეყნის დოპინგ-პოლიტიკისა.

აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს დაუშვებენ, რომლებსაც "სუფთა" წარსული აქვთ და დოპინგის მიღებაში მხილებულები არასდროს ყოფილან.

ადრე გაზეთმა Bild-მა განაცხადა, რომ რუსეთის დაშვების
შემთხვევაში 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შედეგებს მედლების საერთო ჩათვლაში არ აღნიშნავდა.

- რიო 2016: რუსები მაინც მიდიან, მაგრამ ყველა არა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ურაპატრიოტებს!ჰა მოგიგვარათ პუტინმა? ძალიან მოკლე აღმოჩნდა თქვენი სიხარული!ვითომ სიმართლის მოყვარულები რომ ხართ,აქ სამართლიანობას ვერ ხედავთ? იმას ვისაც არ ჰქონდა კავშირი დოპინგთან რატომ არ უნდა წასულიყო?
ვახო
02:48 26-07-2016
1
რას იზამ, რუსეთი საქართველოსავით ბანანის რესპუბლიკა ხომ არ არის, აინუნშიც არ ჩააგდონ, რა გაგიკვირდათ?
ვაჟა17
23:37 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული