პირველი კომენტარი ბაქოდან: "ძალიან ცუდი ფაქტია, ყველანი დაბნეულები ვართ"

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპული თამაშების სკანდალურ ნახევარფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც მოხსნეს და მისი ბელარუსი მეტოქე ულადისლაუ ანდრეეუც.


როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იჭიდავებს ფინალს და რა ბედი ელის ჩვენებურს?

ამაზე კომენტარი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ თემურ ყაზარაშვილს ვთხოვეთ. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაციას არაფერი ეშველება - ის მოიხსნა შეჯიბრებიდან, ოღონდ დისკვალიფიკაცია ამ ტურნირის გარდა, სამომავლოდ სხვა ასპარეზობებზე არ გავრცელდება.

"ხელის დარტყმა და უხეშობა ყოველთვის ისჯება, თუმცა ამჯერად მსაჯი თავს იკავებდა ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილებისგან.
ნახეთ, რომ მსაჯი ქულას და გაფრთხილებას აძლევდა, მაგრამ ევროპის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ორივე დასაჯა.

ახლა ორივე მოჭიდავე რჩება უადგილოდ ტურნირზე, მაგრამ ეს დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება სამომავლო შეჯიბრებებზე. ეს არიმოქმედებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მომხდარი ძალიან დასანანია. მით უფრო, რომ ხინჩეგაშვილი არაა უხეში მოჭიდავე, მისგან ასეთი საქციელი არც მახსოვს. არადა, მას ჩემპიონობის კანდიდატად განვიხილავდით.

რაც შეეხება მოვლენათა განვითარებას, ვითარება ამ წონაში ცოტა აირია და ხელმძღვანელობაც დაბნეულია. ასეთ ვითარებას მეც არ შევსწრებივარ. ფინალში კი მოუხსნიათ კაცი, მაგრამ ნახევარფინალის ორივე მონაწილე მოეხსნათ, არ მახსენდება.

წესით, ფინალი არ უნდა შედგეს, მგრამ რაკი თამაშებია, შესაძლოა, ფინალი მაინც გაიმართოს - ახლა ამაზე მიდის მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ლაპარაკია, რომ დამამშვიდებელში გადავიდნენ ამათთან წაგებულები, ამ ეტაპის გამარჯვებული კი გავიდეს ფინლში. თუმცა ვიმეორებ - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ახლა მიდის განხილვა.

ძალიან ცუდი ფაქტია, ყველანი დაბნეულები ვართ".

სპეციალურად საიტისთვის ბაქოდან
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო მთელი საქარტველო შენ გვერდითაა.წინ ბევრი წარმატება გაქვს.
1708
00:26 18-06-2015
0
საჩხუბრად ჩავიდა იქ თუ საჭიდაოდ?
ემზარი
17:43 17-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული