სხვადასხვა

ოლიმპიზმი

სოკ-მა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი სრულუფლებიან წევრად აღიარა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აღიარა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ სოკ-ის 127-ე არაგეგმიურ სესიაზე მიიღეს, რომელიც 8-9 დეკემბერს მონაკოში იმართება.

შეგახსენებთ, რომ სოკ-მა კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინასწარ აღიარებაზე ოქტომბერში გამოაცხადა.

კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1992 წელს დაარსდა. ამჟამად მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის 30-ზე მეტი ეროვნული ფედერაციაა გაერთიანებული.

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, რასაც ბელგრადი არ ცნობს. სერბეთისა და კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორიები ადმინისტრაციული საზღვრითაა გამიჯნული. კოსოვოს დამოუკიდებლობა ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.