სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი. ეს ფაქტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა აკრედიტაციის ფორმის შევსების დროს აღმოაჩინა.

რეგისტრაციის ბაზაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიყვანა.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფს სპეციალური წერილით მიმართა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის განმარტებით, მსოფლიო ქვეყნების 99% აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს. შესაბამისად, ისინი არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არიან
აღიარებულნი.

"შესაბამისად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც ქვეყნების მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების ნებისმიერ პროგრამაში გამორიცხულია", - განაცხადა ბერიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაეგზავნება.

პრობლემის მოგვარებაში უკვე ჩართულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც.

”ინტერპრესნიუსი”
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰოდა მივიღოთ მონაწიოლეობა აუცილებლად...
zizi
15:37 17-09-2013
0
ხმა ამოიღეთ ბიჭო! არ დაუშვათ,რომ ამათმა ეს გაიტანონ და არსად!!!
qartveli!
14:14 17-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული