სოჭი 2014: კანადა მაიკ ბებკოკს ჩააბარეს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ თავის მოთამაშეებს სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართო, კანადის ჰოკეის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 2014 წლის ზამთრის თამაშებზე ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება "დეტროიტ რედ უინგზის" დამრიგებელი მაიკ ბებკოკი.

მისი თანაშემწეების როლს შეასრულებენ: კენ ჰიჩკოკი ("სენტ ლუისი"), კლოდ ჟულიენი ("ბოსტონი") და ლინდი რაფი ("დალასი").

აღვნიშნავთ, რომ ბებკოკი, ჰიჩკოკი და რაფი ასევე შედიოდნენ კანადის იმ ნაკრების შტაბში, რომელმაც 2010 წელს, ვანკუვერის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კანადელები წინასაოლიმპიადო შეკრებას 25-28 აგვისტოს კალგარიში გაივლიან.

* * *
ამასობაში სოჭში კანადელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის - რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინეტულა ბილიალეტდინოვმა გამოაცხადა ოლიმპიადაზე გამგზავრების პრეტენდენტები. წინასაოლიმპიადო შეკრებაზე, რომელიც 23-24 აგვისტოს სოჭში გაიმართება, 35 ჰოკეისტია მიწვეული: 5 მეკარე, 12 მცველი, 18 თავდამსხმელი.

სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: კონსტანტინ ბარულინი, სერგეი ბობროვსკი, სემიონ ვარლამოვი, ვასილი კოშეჩკინი, ევგენი ნაბოკოვი;

მცველები: ევგენი ბირიუკოვი, ვიაჩესლავ ვოინოვი, ანტონ ვოლჩენკოვი, სერგეი გონჩარი, დენის დენისოვი, ალექსეი ემელინი, ანდრეი მარკოვი, ევგენი მედვედევი, ნიკიტა ნიკიტინი, ილია ნიკულინი, ევგენი რიაჩენსკი, ფიოდორ ტიუტინი;

თავდამსხმელები: არტიომ ანისიმოვი, მიხაილ ვარნაკოვი, პაველ დაციუკი, ილია კოვალჩუკი, დენის კოკარევი, ევგენი კუზნეცოვი, ნიკოლაი კულემინი, ევგენი მალკინი, ალექსანდრ ოვეჩკინი, ალექსანდრ პერეჟოგინი, ალექსანდრ პოპოვი, ალექსანდრ რადულოვი, ალექსანდრ სიომინი, ვლადიმირ ტარასენკო, ალექსეი ტერეშჩენკო, ვიქტორ ტიხონოვი, ვადიმ შიპაჩოვი, ნაილ იაკუპოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გადაწყდა: ვარსკვლავები სოჭის ოლიმპიადაზე მიდიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთის რათქმაუნდა კარგი შემადგენლობა ყავს, მაგრამ ძალიესმიერ კანადელებთან აუცილებლად წააგებენ :) ამათ მზარდი და ასევე ძალიან კარგი შემადგენლობის ამერიკელებიც მოუგებენ.. იმედი მაქ ევროპელები(პირველ რიგში ფინეთი და შვედეთი) რამეს იზავენ ამ ოლიმპიადაზე.. შვედებმა ოპტიმალური შემადგენლობა თუ შეკრიბეს ერთ-ერთი ფავორიტი იქნება..რა სანახაობა გველის ოლიმპიადაზეეე... იფ... :)))
totenkopf
07:57 23-07-2013
0

სიახლეები პოპულარული