"სილქნეტი" Primera Division-ის ექსკლუზიური გადამცემი გახდა

AutoSharing Option
სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულთათვის - 23 აგვისტოდან "სილქნეტის" სპორტული არხები Silk Sport HD ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ექსკლუზიურ ჩვენებას იწყებს. "სილქნეტმა" მოიპოვა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ჩემპიონატის ყველა თამაშის ექსკლუზიური ტრანსლირების ლიცენზია.

Silk Sport HD-ის არხები 2013 წლიდან მაუწყებლობს Silk TV-ის და სხვა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით. ამ არხებზე საქართველოში ექსკლუზიურად გადაიცემა ისეთი სპორტული მოვლენები, როგორებიცაა ინგლისის პრემიერლიგა, უიმბლდონი, NBA და ახლა უკვე ესპანეთის Primera Division-ი.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს აბონენტებს მომავალი სამი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატს ექსკლუზიურად შევთავაზებთ.
როგორც იცით, უეფას კოეფიციენტის მიხედვით, პრიმერა დივიზიონი ბოლო ხუთი წელია ევროპის უძლიერეს ლიგად არის მიჩნეული. ლა ლიგაში მონაწილე კლუბებს 15-ჯერ აქვთ მოგებული უეფას ჩემპიონატები - რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება“ - აცხადებს კომპანია "სილქნეტის" კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე.

R
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მონოპოლისტობას არეშვებიან ....

caucasuss ვთხოვ გამოფხიზლდეს ცოტა..
ვასკა
09:45 31-07-2015
0
მაგთისატმაც დაიმატეთ ეს არხი თორე რა გვეშველება რეგიონებში.
გიგა
00:21 30-07-2015
0

სიახლეები პოპულარული