ფოთელი წყალმოთხილამურე გენადი გურალია ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
ფოთელი წყალმოთხილამურე გენადი გურალია მრავალი შეჯიბრების გამარჯვებულია, მათ შორის - ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისა.

მას შემდეგ, რაც აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, იტალიაში ცხოვრობს და იქაურ ერთ-ერთ კლუბში მუშაობს მწვრთნელად, თუმცა ვეტერანთა ტურნირებში საქართველოს სახელით ისევ აქტიურად მონაწილეობს. შარშან მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

ორიოდე დღის წინ ესპანეთმა ვეტერან წყალმოთხილამურეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 35 წლისა და უფროსი ასაკის სპორტსმენების პაექრობაში კვლავ იყოჩაღა გურალიამ, რომელმაც მრავალჭიდში 2578 ქულით ყველას აჯობა.

მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ვლადიმირ რინზინი (2367) და ფრანგი რაულ ჟაბრე (2135) გავიდნენ.

ქართველმა სპორტსმენმა
ცალკეულ დისციპლინებშიც ისახელა თავი: ფიგურულ სრიალში მე-2 ადგილი დაიკავა - მცირედით ჩამორჩა ნიკოლას ლე ფოსტიეს (საფრანგეთი), ტრამპლინიდან ხტომაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, არადა, ვერცხლისმედალოსან რინზინს 0,6 მეტრით ჩამორჩა. აქ პირველი იყო ავსტრიელი დანიელ დობრინგერი. სლალომში გურალიამ მე-4 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული