მსოფლიოს ჩემპიონმა ტაქსის მძღოლს ფულის ნაცვლად ოქროს მედალი მისცა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონმა უროს ტყორცნაში ტაქსის მძღოლს მომსახურებაში ოქროს მედალი გადაუხადა.

პოლონელმა პაველ ფაიდეკმა პეკინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

გამარჯვების შემდეგ პოლონელმა ტრიუმფის აღნიშვნა პეკინის ერთ-ერთ რესტორანში გადაწყვიტა და შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში ტაქსი გამოიძახა.

მეორე დღეს სპორტსმენმა ოქროს მედალი ვეღარ იპოვა და პოლიციაში განაცხადა. საბედნიეროდ, ტაქსის მძღოლი მედლის დაბრუნებას დათანხმდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული