სამუდამო დისკვალიფიკაცია ორ მსაჯს

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა ორ თურქ მსაჯს. საჩოგბურთო მატჩებისას ანგარიშების მანიპულაციის გამო, სამსაჯო ლიცენზია ჩამოერთვათ სერქან ასლანსა და მეჰმეთ ულქერს.

Tennis Integrity Unit-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა შემდეგი დარღვევები:

- ულქერი 2015 წლის ოქტომბერში, თურქეთის ქალაქ ბელექში ჩატარებული "ფიუჩერსის" დროს, მობილურ ტელეფონს იყენებდა მესამე პირისთვის იმ მატჩის ანგარიშის გადასაცემად, რომელსაც თავად ემსახურებოდა.

- ულქერს დაგვიანებით შეჰყავდა ანგარიში Livescore-ის სისტემაში, რაც მესამე პირს საშუალებას აძლევდა ფსონები გაკეთებინა რეალური დროის რეჟიმში.

- ასლანი და ულქერი 2015 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდში, ანგარიშების
მანიპულირებას ახდენდნენ სხვა "ფიუჩერსებზე".

- ულქერმა მაქინაციებში ჩააბა არა მხოლოდ ასლანი, არამედ სხვა მსაჯები.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ანალოგიური დარღვევებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო ორმა უზბეკმა მსაჯმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული