ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირის მერვედფინალშია

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს ATP-ის ტურნირ "მოზელ ოფენზე", რომელიც საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარეობს.

მსოფლიოს 106-ე ჩოგანმა წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ბატალიები. დღეს კი ძირითადი ბადის პირველ წრეში ასევე საკვალიფიკაციოდან გამოსული მასპინძელი გრეგუარ ბარერი (202) დაამარცხა - 5:7, 7:5, 6:2. ორთაბრძოლა ჯამში ორ საათს გაგრძელდა.

მერვედფინალში ბასილაშვილი მე-6 ნომრად განთესილ ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს ხვდება, რომელიც მსოფლიოს 37-ე ჩოგანია.

ჩვენებურმა უკვე დაიბევა 32 სარეიტინგო ქულა (20 მერვედფინალში გასვლისთვის, 12 კვალიფიკაციის მოგებისთვის).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული