ანა ივანოვიჩმა სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა განაცხადა, რომ ამ სეზონში აღარ აპირებს კორტზე გასვლას. მიზეზი მაჯის ტრავმის რეციდივია. ეს ამბავი სერბმა საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გვამცნო.

"სამწუხაროდ, მაჯის ტრავმის რეციდვის გამო, აღარ ვითამაშებ წელს ტურნირებზე. საკუთარ ექიმთან კონსულტაცია გავიარე და იმ აზრამდე მივედით, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება სრული აღდგენა იქნება მომავალი სეზონის სტარტამდე.

გარდა ამისა, რამდენჯერმე გადავდე ფეხის თითის მკურნალობა, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, ავსტრალიის ღიაზე მოვიტეხე. ასე რომ, ახლა, ამ პრობლემასაც მოვუვლი", - წერს ივანოვიჩი.

უნდა აღინიშნოს, რომ სერბს ყველაზე
სერიოზული ჩავარდნა აქვს კარიერაში - ბოლო ორი წლის განმავლობაში, ივანოვიჩმა ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო, წელს კი მოგება-წაგების უარყოფითი მაჩვენებელი აქვს (15/16).

ასე რომ, ანამ 2016 წლის სეზონი ზედიზედ ხუთი წაგებით დაასრულა. ეს სერია ივლისიდან გრძელდება და მასში შედის პირველ წრეში წაგებები უიმბლდონზე, რიოს ოლიმპიადაზე და აშშ-ის ღია პირველობაზე.

უფრო ადრე, ანა ივანოვიჩმა გამოაცხადა, რომ დაასრულა კარიერა სერბეთის ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული