ისინიც ადამიანები არიან - ცნობილი ჩოგბურთელების სექსსკანდალები

AutoSharing Option
ჩოგბურთი ყოველთვის მიიჩნეოდა სპორტის კეთილშობილ და არისტოკრატულ სახეობად, მაგრამ მოთამაშეები - ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სისუსტეები მათაც ახასიათებთ.

ბრიტანული პორტალის - The Tennis Space-ის ჟურნალისტებმა გაიხსენეს ჩოგბურთელები, რომლებიც სექსთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებულ სკანდალურ ისტორიებში ეხვეოდნენ.

ფრანჩესკა სკიავონე
როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა ფრანჩესკა სკიავონემ ერთხელ თქვა:

"ქალისთვის მატჩის წინ სექსი არა მხოლოდ დაშვებულია, არამედ - ეს ფანტასტიკაა. სექსი ზრდის ჰორმონების გამოყოფას და უპირატესობას გაძლევს ყოველ გათამაშებაში".

მაგრამ ტემპერამენტული იტალიელი, როგორც ჩანს, სექსზე მატჩებ
ის დროსაც ფიქრობს. ასე მაგალითად, ერთ-ერთი მატჩის დროს, ის აქტიურად ცვლიდა არაორაზროვან ჟესტებს რომელიღაც მაყურებელთან.

ილიე ნასტასე
ავტობიოგრაფიაში - Mr.Nasty, ლეგენდარული რუმინელი ჰყვება, რომ ურთიერთობა ჰქონდა 2500 ქალთან.

უფრო მეტიც, თავად ნასტასეს სიტყვებით, "ჩემი ახალგაზრდობის წლებში სექსი ყოველდღიურ შხაპს მაგონებდა - სასიამოვნო, რეგულარული და აბსოლუტურად უწყინარი საქმიანობა".

ფლავია პენეტა
იტალიელმა ჩოგბურთელმა თავის წიგნში მოჰყვა საკუთარ შეგრძნებებზე მას შემდეგ, რაც ყოფილმა ბოიფრენდმა კარლოს მოიამ უღალატა.

ავტობიოგრაფიაში პენეტამ დაწერა: "ადამიანებს ვეცოდებოდი, მე კი უბრალოდ თავს არ ვიცავდი. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ცხოვრების ინტერესი დავკარგე. ვცდილობდი არ მეგრძნო ტკივილი, ფიზიკურიც კი".

ბორის ბეკერი
ლეგენდარულმა გერმანელმა თავის მეუღლეს ლონდონის რესტორნის კიბეზე უღალატა. დღემდე ათასგვარი ჭორი დადის იმის თაობაზე, რა მოხდა 1999 წელს რესტორან Nobu-ში რუს ფოტომოდელსა და ჩოგბურთელს შორის.

სხვათა შორის, იმ ისტორიამ წერტილი დაუსვა ბეკერის ქორწინებას.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი ორ საპირფარეშოს შორის მდებარე კიბეზე მოხდა, - იხსენებდა მოგვიანებით ბეკერი. - ძალიან მრცხვენოდა, რადგან, რაც არ უნდა იყოს, ცოლს ვუღალატე.

როცა შემდეგ ჯერზე ამ რესტორანში მივედი, ვერაფრით დავიჯერე, რომ ასეთი რამ იმ ადგილას მართლა მოხდა".

ეშლი ჰარკლროუდი

ეს ამერიკელი გახდა პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ვინც ჟურნალ Playboy-ის ფოტოსესიას დათანხმდა. ჰარკლროუდმა ასეთი რისკიანი სვლა მაშინ მოიფიქრა, როცა ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში იწვა.

"თითქმის სამი კვირა ვიწექი, შემდეგ კი ეს წინადადება მივიღე, - ჰყვება ეშლი. - რატომაც არა - გავიფიქრე მე.

ჯერჯერობით ვარჯიშები არ შეიძლება, თან ჩემი სხეულით ვამაყობ. კარგი იქნება პროფესიონალი ჩოგბურთელის ასეთ სტილში წარმოჩენა". ამერიკელის ფოტოსესია 2008 წელს გაიმართა.

ბილ ტილდენი
ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი, "დიდი სლემის" ტურნირების ათგზის გამარჯვებული ორჯერ მოხვდა ციხეში. საქმე ისაა, რომ ის ორჯერ გახდა იურიდიული დევნის ობიექტი ჰომოსექსუალური კავშირებისთვის.

სხვათა შორის, გასული საუკუნის შუაში ამერიკაში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

ბიორნ ბორგი
ბიორნ ბორგმა იქორწინა იტალიელ როკ-ვარსკვლავსა და ტოპ-მოდელზე ლორედანა ბერტეზე. ეს ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის მეორე ქორწინება იყო - და კვლავ წარუმატებელი.

სკანდალური მომღერლისა და დიადი სპორტსმენის კავშირი არამყარი აღმოჩნდა და დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული