ანდრე და ნოვაკი იწყებენ: სერბს ამერიკელი ლეგენდა გაწვრთნის

AutoSharing Option
დადასტურდა ბოლო დღეებში გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი, შესაძლოა, ლეგენდარული ამერიკელი ანდრე აგასი გამხდარიყო.

რომის "მასტერსის" ფინალში დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ანდრე აგასისთან იწყებს თანამშრომლობას. 47 წლის ამერიკელი სერბს როლან გაროსისთვის მოამზადებს.

"ანდრე - ეს არის ადამიანი, რომლის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ. მას შესწევს ძალა, დიდი გავლენა მოახდინოს ჩემს ცხოვრებაზე - როგორც კორტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. ანდრე არ დარჩება ჩემთან მთელი ტურნირის განმავლობაში", - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ჯოკოვიჩი დაშორდა გერმანელ ბორის ბეკერს, მაისის დასაწყისში კი მთელი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.

2017 წლის როლან გაროსი 28 მაისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული