ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე ანტალიის ტურნირში წარმატებით ჩაება

AutoSharing Option
ანტალიაში ქალთა 15.000-იან ტურნირში წარმატებით აიღო სტარტი ეკატერინე გორგოძემ: მესამე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველ წრეში მასპინძელი ეკინ ერცეტინი დაჯაბნა - 6:0, 6:1 და მერვედფინალში კიდევ ერთ თურქს - იპეკ ოზის შეხვდება.

ამ უკანასკნელმა გუშინ უკრაინელ ალონა ბონდარენკოს სძლია - 5:7, 6:3, 6:3.

რეიტინგში 1115-ე ადგილზე მყოფი ოზი და გორგოძე (324-ე) 2015 წელს ანტალიის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველმა ჩოგბურთელმა 6:3, 6:3 გაიმარჯვა.

წყვილებში გორგოძე თურქ აილა ასუსთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში მათ მასპინძლებს - მუაზეზ დემირჩსა და დენიზ
პეიკოჩის იოლად მოუგეს - 6:0, 6:1. ქართულ-თურქული დუეტი მეოთხედფინალში ალონა ბონდარენკოსა (უკრაინა) და ქსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ ტანდემმა თურქები - ეკინ ერცეტინი და ზეინეპ სარიოგლანი დაამარცხა - 6:2, 6:0.

* * *
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ანტალიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს - სტარტზევე რუს ბოგდან ბობროვთან წააგო - 4:6, 6:7 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წყვილებში არ მონაწილეობს.

* * *
წინა კვირას გამართულ ასპარეზობათა შედეგების გათვალისწინებით, ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. უკვე გაუწყეთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 საფეხურით დაწინაურდა.

ვაჟები
ერთეულები. 53 (67). ნიკოლოზ ბასილაშვილი (858 ქულა), 505 (504). ალექსანდრე მეტრეველი (73), 828 (829). გიორგი ცივაძე (20), 1772 (1772): ალექსანდრე ბაკში (1), შოთა მეფარიძე (1) და ირაკლი მეტრეველი (1).

ქალები
ერთეულები. 235 (228). სოფიო შაფათავა 9210), 324 (325). ეკატერინე გორგოძე (128), 515 (516). მარიამ ბოლქვაძე (56), 626 (578). სოფიო ქვაცაბაია (36), 847 (846). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1063 (1061). ანა შანიძე (7).
წყვილები. 54 (55). კალაშნიკოვა (1505), 179 (184). შაფათავა (347), 241 (244). გორგოძე (240), 472 (473). ქვაცაბაია (93), 562 (563). ბოლქვაძე (65), 715 (717). თათია მიქაძე (37), 1129 (1132). შანიძე (10), 1282 (1284). ლანა კენჭიაშვილი (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული