რალი-რეიდი "დაკარი": მეოთხე ეტაპი ლიდერებისა იყო

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ლეგენდარული რალი-რეიდის, "დაკარის" მესამე ეტაპი საბედისწერო აღმოჩნდა პოლონელი მოტომრბოლელისთვის, მიხალ ჰერნიკისთვის, რომელიც დისტანციის 206-ე კილომეტრზე გარდაცვლილი იპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია "დაკარის" დებიუტანტის დაღუპვის მიზეზი. ორგანიზატორების თქმით, ტრაგედიის ადგილას ავარიის ნიშნები არ აღმოუჩენიათ. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა მზის დარტყმა გამხდარიყო.

ამასობაში "დაკარის" მონაწილეებმა მეოთხე ეტაპზე არგენტინა დატოვეს და ჩილეს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. წარმატებული დღე ჰქონდათ საერთო ჩათვლის ლიდერებს. მოტოციკლების კლასში გაიმარჯვა ესპანელმა ხოან ბარედამ, რომელმაც წუთი და 59 წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ თანამემამულე მარკო კომას.

ამით ბარედომ
გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში - ახლა ის უახლოეს მდევარს 12 წუთსა და 49 წამს უგებს. უახლოესი მდევარი კი სწორედ კომა გახლავთ, რომელმაც მეოთხე ეტაპის შემდეგ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ კომა "დაკარის" მოქმედია ჩემპიონია.

რაც შეეხება ავტომობილების კლასს, ეტაპი მოიგო "მინის" მანქანით მოასპარეზე ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ. ამის შემდეგ მისმა უპირატესობამ საერთო ჩათვლაში სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსთან რვა წუთს გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული