2014 წლის დაკარი წარადგინეს

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა ლეგენდარული რალი-რეიდის - დაკარის 2014 წლის მარშრუტის პრეზენტაცია. ძირითადი სიახლე ის არის, რომ ხუთ ეტაპზე ავტომობილების და მოტოციკლების გზები გაიყრება.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ეს საშუალებას მისცემს მათ, უფრო გაართულონ ტრასა მოტომრბოლელებისთვის და თავიდან აიცილონ მათი შეჯახებები მსუბუქ ავტომობილებთან და სატვირთო მანქანებთან.

"ეს იქნება ბრწყინვალე რალი, - ამბობს რალი-რეიდის დირექტორი ეტიენ ლავინი. - ჩვენ გავივლით სამ ქვეყანას და გვექნება ორი მარშრუტი. მსუბუქ მანქანებსა და სატვირთოებს ელით არგენტინა და ჩილე, მოტოციკლებს - არგენტინა, ბოლივია და ჩილე. ჩვენ სამხრეთ ამერიკის
კონტინენტის შუაგულს მივაღწევთ".

2014 წლის რალი-რეიდი სამ ქვეყანას გაივლის - არგენტინას, ბოლივიასა და ჩილეს. დაკარის სტარტი დანიშნულია 5 იანვარს, არგენტინის ქალაქ როსარიოში; ფინიში კი შედგება 18 იანვარს, ჩილეს პორტ ვაალპარაისოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული