უქმეების წინ: მსოფლიოს ჩემპიონატი ფორმულა 1-ში ბელგიის გრანპრით განახლდება

AutoSharing Option
ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ბელგიის გრანპრით განახლდება მსოფლიოს ჩემპიონატი ფორმულა 1-ში.

ბელგიური ეტაპი ყველას უყვარს, თუმცა აქ განსაკუთრებულები იმარჯვებენ: კიმი რაიკონენი, ლუის ჰემილტონი, სებასტიან ფეტელი, ჯენსონ ბატონი...

განცალკევებით დგას რაიკონენი, რომელსაც სპაზე ოთხი გამარჯვებისთვის მიუღწევია და უარს არ იტყოდა ამ კოლექციის გაზრდაზე. თუმცა მას სერიოზული კონკურენტები ჰყავს, თუნდაც უკვე ნახსენები ჰემილტონი და ფეტელი.

ბრიტანელმა სეზონის შუაში მიიღო ბოლიდი, რომელიც მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლებში არ არის სწრაფი, ფეტელი კი დიდი ნაბიჯებით უახლოვდება ზედიზედ მეოთხე ტიტულს და ყველა ეტაპის ფავორიტია.

ბელგიის გრანპრი
ჩატარების ადგილი:
სპა (ბელგია)
წრის სიგრძე: 7004 მ
წრის რეკორდი: 1:47,263 (სებასტიან ფეტელი, 2004)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (ღედ Bულლ) - 172 ქულა
2. რაიკონენი (Lოტუს) - 134
3. ალონსო (Fერრარი) - 133
4. ჰემილტონი (Mერცედეს) - 124
5. უებერი (ღედ Bულლ) - 105
6. როსბერგი (Mერცედეს) - 84
7. მასა (Fერრარი) - 61
8. გროსჟანი (Lოტუს) - 49

უქმეების განრიგი
23 აგვისტო, 12:00 - I პრაქტიკა
23 აგვისტო, 16:00 - II პრაქტიკა
24 აგვისტო, 13:00 - III პრაქტიკა
24 აგვისტო, 16:00 - კვალიფიკაცია
25 აგვისტო, 16:00 - რბოლა

* * *
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი გასულ კვირას, ინდიანაპოლისში განახლდა, ახლა კი მოტომრბოლები ჩეხეთის ქალაქ ბრნოს ეწვევიან.

ჩემპიონატის დებიუტანტმა მარკ მარკესმა უკვე ზედიზედ სამი რბოლა მოიგო. იქნება თუ არა მეოთხე გამარჯვება? დარწმუნებული ვართ, რომ მისი კონკურენტები - დანი პედროსა და ხორხე ლორენსო კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ინდიანაპოლისში.

ჩეხეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ბრნო (ჩეხეთი)
წრის სიგრძე: 5403 მ
წრის რეკორდი: 1:56,274 (ხორხე ლორენსო, 2012)

საერთო ჩათვლა
1. მარკესი (Honda) - 188 ქულა
2. პედროსა (Honda) - 167
3. ლორენსო (Yamaha) - 153
4. როსი (Yamaha) - 130
5. კრატჩლოუ (Yamaha) - 127
6. ბრადლი (Honda) - 93
7. დოვიციოზო (Ducati) - 87
8. ბაუტისტა (Honda) - 81

უქმეების განრიგი
23 აგვისტო, 11:55 - I პრაქტიკა
23 აგვისტო, 16:05 - II პრაქტიკა
24 აგვისტო, 11:55 - III პრაქტიკა
24 აგვისტო, 16:10 - კვალიფიკაცია
25 აგვისტო, 15:00 - რბოლა

* * *
რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპს გერმანია მასპინძლობს და უკვე ამ რბოლის შემდეგ შეუძლია ჩემპიონის ტიტულის განაღდება "ფოლკსვაგენის" წევრს სებასტიან ოჟიეს.

ამისთვის მან გერმანიის რალიში 22 ქულით უნდა გაუსწროს უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს იარი-მატი ლატვალას. მაგრამ, თუ ოჟიეს გაჩემპიონება გერმანიაში არ მოხდა, მისი ტრიუმფი აუცილებლად შედგება რომელიმე მომდევნო ეტაპზე, რადგან ფრანგის უპირატესობა დანარჩენებზე კოლოსალურია.

გერმანიის რალი
შტაბი: ტრირი (გერმანია)
საფარი: ასფალტი
სპეცმონაკვეთების რაოდენობა: 16
დისტანცია: 371.86 კმ

საერთო ჩათვლა
1. ოჟიე (Volksvagen) - 181 ქულა
2. ლატვალა (Volksvagen) - 91
3. ნოივილი (Ford) - 91
4. ჰირვონენი (Citroen) - 73
5. სორდო (Citroen) - 59
6. ლოები (Citroen) - 68
7. ოსტბერგი (Ford) - 65
8. ნოვიკოვი (Ford) - 39

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული