ახალგაზრდობა თუ გამოცდილება?

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ავტო-მოტოსამყაროში მთავარი მოვლენაა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - საფრანგეთის გრანპრი, რომელსაც ლე მანის ავტოდრომი უმასპინძლებს.

ხერესში გამართული რბოლის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციაში მოულოდნელი ლიდერობა მოიპოვა დებიუტანტმა მარკ მარკესმა, თუმცა ლე მანზე ახალგაზრდა ესპანელს სერიოზული გამოცდა ელის, რადგან დანი პედროსა, ხორხე ლორენსო და მით უმეტეს, ვალენტინო როსი ფრანგულ ტრასას გაცილებით კარგად იცნობენ. თუმცა იგივეს თქმა შეიძლება კალენდრის ყოველ ეტაპზე, თუმცა მარკესი მაინც ლიდერია.

ასეა თუ ისე, ტრასის კონფიგურაცია "იამაჰას" პილოტებს უფრო აწყობთ, რომლებიც საფრანგეთში მდევრის როლში ჩავიდნენ.

საფრანგეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი: ლე მანი (საფრანგეთი)
წრის სიგრძე: 4.180 კმ
წრის რეკორდი: 1:33,617 (დანი პედროსა, 2011)

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (Honda) - 61 ქულა
2. დანი პედროსა (Honda) - 58
3. ხორხე ლორენსო (Yamaha) - 57
4. ვალეტინო როსი (Yamaha) - 43
5. კელ კრატჩლოუ (Yamaha) - 35
6. ალვარო ბაუტისტა (Honda) - 28
7. ანდრეა დოვიციოზო (Ducati) - 26
8. ნიკი ჰეიდენი (Ducati) - 24

უქმეების განრიგი
17 მაისი, 11:55 - I პრაქტიკა
17 მაისი, 16:05 - II პრაქტიკა
18 მაისი, 11:55 - III პრაქტიკა
18 მაისი, 16:10 - კვალიფიკაცია
19 მაისი, 16:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "ჰონდას" მეორე დუბლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული