ფორმულა 1. სინგაპურის გრანპრი: ყველა ქულა ოქროდ ფასობს

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ფორმულა 1-ში აზიური ტურნე იწყება - სამი კვირის განმავლობაში გველოდება რბოლები "მარინა ბეიზე", "სეპანგსა" და ლეგენდარულ "სუზუკაზე". ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ახლა, ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ექნება.

გასულ წელს, სინგაპურის გრანპრი "მერსედესისთვის" ნამდვილ კოშმარად იქცა - გერმანული გუნდი ასეთი უმწეო ბოლო სამი სეზონის განმავლობაში არც ერთ რბოლაში არ ყოფილა. შარშან, გამარჯვებისთვის "ფერარი" და "რედ ბული" იბრძოდნენ, იმ დროს, როცა "მერსედესებმა" მესამე რიგიდან აიღეს სტარტი და ფინიშზე მხოლოდ ნიკო როსბერგის მანქანა მივიდა- გერმანელი მეოთხე ადგილზე გავიდა. მაგრამ, წელს,
პელოტონის სათავეში სულ სხვა სიტუაციაა. "მერსედესის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, "ფერარიმ" კი უკან დაიხია. სამაგიეროდ, "რედ ბული" "რენოს" ახალი ძრავით რეალურ ძალას წარმოადგენს.

* * *
ძალიან დაძაბულია სიტუაცია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში: ლუის ჰემილტონსა და როსბერგს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა: ბელგიაში მიღებულმა ჯარიმამ და იტალიაში ჩაგდებულმა სტარტმა თითქმის მთელი უპირატესობა დააკარგვინა ჰემილტონს და ზედიზედ ორი გრანპრი მოაგებინა როსბერგს.

სინგაპურში ბრიტანელსა და გერმანელს უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ არასოდეს უბრძოლიათ. 2014 წელს, ნიკოს მანქანის გაუმართაობის გამო, პიტლეინიდან მოუწია სტარტის აღება, შარშან კი ტექნიკური პრობლემები უკვე ლუისს შეექმნა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ბრიტანელი უკეთესი იყო კვალიფიკაციაში.

სინგაპურის ტრასა
სიგრძე: 5065 მ
წრეების რიცხვი: 61
რბოლის დისტანცია: 308,000 კმ
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი: 1:50.041 (რიკარდო, "რედ ბული", 2015)
ყველაზე მეტი მოგება: 4 - ფეტელი

უქმეების განრიგი
16 სექტემბერი, 14:00 - I პრაქტიკა
16 სექტემბერი, 17:30 - II პრაქტიკა
17 სექტემბერი, 14:00 - III პრაქტიკა
17 სექტემბერი, 16:00 - კვალიფიკაცია
18 სექტემბერი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 250 (6)
2. ნიკო როსბერგი 248 (7)
3. დანიელ რიკარდო 161
4. სებასტიან ფეტელი 143
5. კიმი რაიკონენი 136
6. მაქს ფერსტაპენი 121 (1)
7. ვალტერი ბოტასი 70
8. სერხიო პერესი 62

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული