ფორმულა 1. კანადის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- კანადის გრანპრიზე პოული 53-ე გახდა ლუის ჰემილტონისთვის. ბრიტანელმა კარიერის განმავლობაში ჩატარებული რბოლებიდან 30 პროცენტში აიღო სტარტი პირველი პოზიციიდან.

- სებასტიან ფეტელის შედეგი კვალიფიკაციაში იყო - 1.12,990. ეს საუკეთესო დროა "ფერარის" მანქანებისთვის მონრეალის ტრასაზე. წინა რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა - 1.13,018, რომელიც 2002 წელს იყო ნაჩვენები.

- ნიკო როსბერგმა კარიერაში 47
-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა შესაბამის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფ დეიმონ ჰილს.

- ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა კარეირაში 34-ედ დაიკავეს სასტარტო ბილიკის პირველი რიგი და გაუთანარდნენ შესაბამის რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ წყვილს აირტონ სენსა და ალენ პროსტის შემადგენლობით.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 45-ე გამარჯვება მოიპოვა, აქედან 5 მოგება მონრეალის გრანპრიზე მოდის. ეს პირველი ტრასაა, რომელზეც ბრიტანელმა ხუთი რბოლა მოიგო.

- ჰემილტონმა "მერსედესს" 51-ე გამარჯვება მოუტანა და გერმანული საჯინიბო ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ "რედ ბულს".

- კარიერაში პოდიუმზე 83-ედ ასვლის შემდეგ, სებასტიან ფეტელი დაეწია რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფ კიმი რაიკონენს.

1. მიხაელ შუმახერი 155
2. ალენ პროსტი 106
3. ფერნანდო ალონსო 97
4. ლუის ჰემილტონი 92
5. კიმი რაიკონენი 83
6. სებასტიან ფეტელი 83
7. აირტონ სენა 80
8. რუბენს ბარიკელო 68
9. დევიდ კულტჰარდი 62
10. ნელსონ პიკე 60

- ჰემილტონი და ფეტელი გაუთანაბრდნენ ერთმანეთს კარიერაში დაგროვილი ქულების რაოდენობით - 1974, ამასთან, ლუისმა 174 რბოლა ჩაატარა, სებასტიანმა - 164.

- ჰემილტონი მეხუთე პილოტი გახდა ისტორიაში, ვინც ჯამში კარიერაში 2500 წრეზე მეტს (2526) ლიდერობდა.

- ნიკო როსბერგმა კარიერაში მეჩვიდმეტედ გაიარა საუკეთესო წრე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რუბენს ბარიკელოს.

- ვალტერი ბოტასის პოდიუმი მონრეაში პირველი იყო ამ სეზონში "უილიამსისთვის" და მეცხრე ფინელი პილოტის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული