ფერნანდო ალონსომ აბუ დაბიდან საავადმყოფოში გადაინაცვლა

AutoSharing Option
აბუ დაბის გრანპრის დროს, ფინალური პიტსტოპის შემდეგ, "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო ტრასაზე ჟან-ერიკ ვერნის გვერდით აღმოჩნდა, რის შემდეგაც ტრეკის მიღმა გადასვლა მოუწია. სტიუარდებმა არ დააჯარიმეს ესპანელი ტრასის გარეთ გასწრების გამო, მაგრამ ესპანელს სხვა სახის უსიამოვნება ელოდა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრასის მიღმა გადასვლისას ალონსომ მაღალ სიჩქარეზე გადაუარა ტრეკის საზღვარს, რის გამოც მანქანა ჰაერში აღმოჩნდა. იმ მომენტში ესპანელმა 25G დატვირთა მიიღო და შესაძლოა, ზურგი დაიზიანა. სწორედ ზუსტი დიაგნოზის დასადგენად გახდა საჭირო ესპანელი პილოტის კლინიკაში გაგზავნა.

"კ
არგია, რომ ამ ნახტომის შემდეგ კბილები არ მომძვრა, -
ხუმრობდა ფინიშის შემდეგ ალონსო. - ზურგი ოდნავ მტკივა. დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. მანქანაში არსებობს დასაშვები გადატვირთვის ზღვრის რადარი, რომელიც სერიოზული ავარიების დროს მუშაობს. ის იმ მომენტში გააქტიურებული იყო. შესაბამისად, დარტყმა მართლაც სერიოზული აღმოჩნდა. იმედია, აშშ-ისა და ბრაზილიის რბოლებისთვის მწყობრში ვიქნები".

მოგვიანებით კლინიკიდან კარგი ინფორმაცია გავრცელდა - ექიმებმა ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოუჩინეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და მას შეეძლება სეზონის ბოლო ორ რბოლაში მონაწილეობის მიღება.

პირველი ქალი ჩემპიონთა რბოლაში
თანდათან ივსება ტრადიციული "ჩემპიონთა რბოლის" შემადგენლობა, რომელიც 14-15 დეკემბერს ბანგკოკში გაიმართება. 4 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში გამოვლენ დევიდ კულტჰარდი და სიუზი ვოლფი.

სიუზი გახლავთ Mercedes Motorsport-ის ხელმძღვანელის, ტოტო ვულფის მეუღლე და "უილიამსის" ტესტ-პილოტი. ის გახდება პირველი ქალი, ვინც "ჩემპიონთა რბოლაში" მიიღებს მონაწილეობას.

"ნებისმიერი პილოტი ოცნებობს "ჩემპიონთა რბოლაზე" მოხვედრას, რომელშიც ყოველთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა და ყველაფერს წამის მეასედები წყვეტენ. სხვადასხვა კლასის მანქანის პილოტირება სერიოზული გამოწვევა იქნება ჩემთვის. აქ მნიშვნელოვანია გრძნობდე მანქანას, რადგან, უბრალოდ, ადაპტირების დრო არ გაქვს - უნდა მიუჯდე საჭეს და თავიდანვე ჩაერთო ბრძოლაში.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ვიცნობ დევიდს DTM-ში ერთობლივი გამოსვლებიდან და ვამაყობ იმით, რომ ერთ გუნდში ვიქნებით. მოგვიწევს მსოფლიოს საუკეთესო პილოტების წინააღმდეგ გამოსვლა. ვიცი, რომ მათთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ გამოწვევის მიღებით"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული