სოჭში ლიბანელი მოთხილამურის ეროტიკულ ფოტოსესიას სკანდალი მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ლიბანელი მოთხილამურის, ჯეკი შამუნის გულახდილი ფოტოსესია სპორტსმენის სამშობლოში სკანდალის მიზეზი გახდა.

თოვლსა და ყინვაში ნახევრად შიშველი შამუნი კალენდრისთვის პოზირებს. ლიბანის სპორტის მინისტრმა ფეისალ კარამიმ "ქვეყნის რეპუტაციის გადასარჩენად" ფაქტის გამოძიება მოითხოვა.

ლიბანის ოლიმპიური ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სპორტსმენს სკანდალურ ფოტოსესიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება აეკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ ლიბანი არაბულ ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყნად ითვლება, დასავლეთის სტანდარტებით, ის კონსერვატიული ქვეყანაა.

თავად შამუნი სკან
დალს Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიდეოსა და ფოტოსურათებზე, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ფოტოსესიისთვის მზადებაა აღბეჭდილი და არა საბოლოო პროდუქტი. სპორტსმენის განმარტებით, ეს კადრები ფართო საზოგადოებისთვის საჩვენებლად არ იყო განკუთვნილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ქალია,ტვინი თუ აქვს არც უნდა დაბრუნდეს "იქ",სიკვდილით დასჯიან ალბათ
0

სიახლეები პოპულარული