22 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა

AutoSharing Option
ბუდვაში (მონტენეგრო), 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, 38 ქვეყნის 320 მოკრივეს შორის საქართველოს ნაკრები ათკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორის ერთი ჯილდო გოგონათა ნაკრებზე მოდის.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო ლაშა გაგნიძე (63,5 კგ), მაგრამ ფინალში ესპანელ ოიერ იბარეჩესთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებით თავისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია გიორგი გუცაევმა (86 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მონტენეგროელ პეტარ ლიეშევიცთან დამარცხდა, თუმცა ამ ეტაპზე გასვლით უკვე განაღდებული ჰქონდა
მესამე ადგილი.

ასევე ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ) - ნახევარფინალში თურქ ნურსელენ იაგეტეკინთან დამარცხდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული