მაგარი ბრძოლა რიადში - ფიურიმ ნგანუ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ერთმანეთს ტაისონ ფიურიმ მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით ფრენსის ნგანუ დაამარცხა და წაუგებელი სერია კიდევ უფრო გააგრძელა.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ UFC-იდან წამოსვლის შემდეგ ფრენსისი კრივში სადებიუტო შეხვედრას მართავდა, გამართა და "ბოშათა მეფეს" არაფერი დაუთმო, მეტიც, რიგ მომენტებში აჯობა კიდეც, ერთხელ ნოკდაუნშიც ჩააგდო.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ვარსკვლავთცვენა დაფიქსირდა, დიდებული სანახაობა არ გამოტოვეს კრიშტიანო რონალდომ, ემინემმა, მენი პაკიაომ (კრივი), კონორ მაკგრეგორმა, ოლექსანდრ უსიკმა (კრივი), მაიკ ტაისონმა, რონალდომ (ბრაზილიელი), რიო ფერდინანმა, კამარუ უსმანმა (UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი),
ისაელ ადესანიამ (UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
აქ ვიმეს მართლა გჯერათ რომ ეს დადგმული არ იყო და ნგანუს რაიმე შანსი ჰქონდა? ცხოვრებაში პროფესიონალი მოკრივის დარტყმული ლაივში გინახავთ? პირველივე რაუნდში შეეძლო ფიურის ნოკაუტში გაეშვა. უსიკთან ნახავთ ნამდვილ კრივს.
Semi
15:57 29-10-2023
7
არც ბრძოლა იყო მაგარი და არც ფიურის მოუგია. ნგანუმ აჩვენა იმაზე მეტი ვიდრე მისგან ელოდნენ და ფიურიმ იმაზე ნაკლები ვიდრე მისგან ელოდნენ. მთლიანობაში ნორმალური კრივი იყო, ხშირად პასიური და ცოტა დაძაბული მომენტებით. ბოლო რაუნდის სამ წუთში საერთოდ დისტანციაზე იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ... შოუ, მეტი არაფერი!
ბესო
15:06 29-10-2023
2

სიახლეები პოპულარული