მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა. მათ შორის ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის.

გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.

თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული