"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, თბილისის დროით 10 ოქტომბრის გამთენიისას კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა - ტაისონ ფიური და დეონტეი უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ, გამარჯვება კი "ბოშათა მეფეს" მეორედ დარჩა.

თუ წინა ბრძოლაში ბრიტანელმა ამერიკელს მე-7 რაუნდში მოუგო, ამჟამად ფიურიმ უაილდერი მე-11 რაუნდში დაანოკაუტა და მეორედ სძლია.

ბრძოლა კი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა - ორივე მოკრივე თავს არ ზოგავდა, ნოკდაუნში ორივე რამდენჯერმე აღმოჩნდა, მოკლედ, მაყურებლები კმაყოფილი დარჩნენ...

პაექრობის დასრულების შემდეგ ფიური უაილდერის კუთხესთან მივი
და, თუმცა იქაურობას მალევე გაეცალა. რინგზევე მიცემულ ინტერვიუში კი თქვა: "მივედი და ვუთხარი, რომ მაგრად იჩხუბა, მან კი მიპასუხა, რომ არც პატივისცემის გამოხატვა და არც სპორტული სულის გამოვლენა არ სურდა. ნამდვილი ლუზერია, სრული იდიოტი!"

ტრილოგია დასრულდა - გაამრჯვებული ფიური გახლავთ, ჯერ კიდევ უძლეველი ჩემპიონი... ოლეკსანდრ უსიკის მსგავსად... მაგრამ, უსიკი ფიურისთან უიმედო აუტსაიდერად გამოიყურება...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ იდიოტების ჩხუბს ბოქსი ნამდვილად არ ქვია ნამდვილი ქუჩის ჩხუბი იყო , ტაისონი 1986-1989 წლებში როცა მართლა კარგ ფორმაში იყო პირველივე რაუნდში გათიშავდა ორივეს ერთად.
ბექა
01:02 11-10-2021
4
ფიური 450 გრამი დაიბადა, დღენაკლული, გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ გადარჩა და ნახეთ რამდენს მიაღწია.
გია პაპა
16:02 10-10-2021
0

სიახლეები პოპულარული