“ტაში, ქალებო, ჩემი მაზლი ცეკვავს!” - პუტინი ვარსკვლავების მატჩის ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის სამოყვარულო “ღამის ჰოკეის ლიგის” გალა-შეხვედრაში, “ჰოკეის ლეგენდების” გუნდში ითამაშა და მატჩის ბომბარდირიც გახდა.

პუტინის გუნდმა 13:9 მოიგო, ხოლო თავად პრეზიდენტმა 8 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა. აღსანიშნავია, როგორც მოწინააღმდეგე, ისე პუტინის გუნდში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და ჰოკეის ყოფილი ვარსკვლავები თამაშობდნენ, ანგარიში კი ვლადიმირ ბატონმა 29-ე წამზე გახსნა.

აღნიშნულმა შეხვედრამ მხიარულება რუს ფანებშიც შეიტანა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუსულ სპორტულ პორტალ “სპორტს.რუ”-ზე სახალისო კომენტარები უხვად დაიწერა.

”NHL-ის (მსოფლიოს საუკეთესო
ლიგა) 2024 წლის დრაფტის ფავორიტი გამოიკვეთა!”

”როგორც თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, პრეზიდენტი რუსეთშიც ყოველმხრივ ნიჭიერია!”

”პუტინმა ანგარიში 29-ე წამზე გახსნა, 8 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე ყინული ამოტეხა და 28-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა!”

”მოკლედ, რუსი ხალხის გულს ხომ ვერ მოიგებ რა. წარმოიდგინეთ, მაკრონს ზიდანთან, ანრისთან, დეშამთან ერთად რომ ეთამაშა და 8 გოლი გაეტანა. ან ობამას მეჯიქ ჯონსონთან და მაიკლ ჯორდანთან ერთად თამაშის დროს 80 ქულა ჩაეგდო. ჩვენმა პრეზიდენტმა მსგავსი რამ შეძლო და არც კი გაგიხარდათ, უმადურები ვართ!”

“ჩვენი გენერალი, ადმირალი, ალადინი!”

”აი, კლასი რას ნიშნავს! 68 წლის ბაბუ ყინულზე გამოვიდა, ძლივს მოძრაობდა, მაგრამ სწორედ კლასის ხარჯზე პოზიციებს ისე არჩევდა, რომ 8 გოლის გატანა შეძლო!” 

“ძლივს არ ამოვისუნთქე! არადა, ვფიქრობდი, ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ოვეჩკინის გარეშე გაუჭირდება-მეთქი და ამ მატჩის შემდეგ იმედი მომეცა!”


მკითხველის კომენტარები / 10 /
ar gaxdeboda da !!!!!
leooo
17:56 12-05-2021
0
კადიროვმა ჩემი შვილიც გეთამაშებიათო,გამიტყდაო
Levani
14:40 12-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული