სამხრეთ აფრიკა ზე რაგბიდან მიდის?

AutoSharing Option
2016 წლიდან ზე რაგბის გათამაშებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ცნობილია, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ამ ტურნირში მეექვსე გუნდის დამატებას ითხოვს, რაზეც სანზარი (ზე რაგბის გათამაშების ორგანიზატორი) არ თანხმდება.

სანზარი ახალი შეჯიბრების რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი სამხრეთ აფრიკის გარეშე ტურნირის ჩატარებას გულისხმობს.

არსებობს რამდენიმე საინტერესო ალტერნატიული მოდელი. მაგალითად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ, შესაძლოა, შექმნან ტრანსტასმანური შეჯიბრება, რომელსაც, ალბათ, აზიური კლუბებიც შეუერთდებიან.

2016 წლიდან, გამორიცხული არ არის, სამხრეთ აფრიკამ არგენტინასთან ერთად გაუკეთოს ორგანი
ზება შეჯიბრებას, რომელსაც ევროპული გუნდებიც დაემატებიან.

ასეა თუ ისე, ზე რაგბის გათამაშება, ფაქტობრივად, დასაღუპადაა განწირული. სანზარი ვერაფრით დააკმაყოფილებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მოთხოვნას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მთლიანად მოიშლება მატჩების გამართვის სისტემა.

სანზარის აღმასრულებელი დირექტორი გრეგ პიტერსი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს სამივე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ავსტრალია და ახალი ზელანდია მომხრეები არიან კავშირი გაწყვიტონ სამხრეთ აფრიკასთან. მათ მიაჩნიათ, რომ ლოკალური შეჯიბრება ამ ორი ქვეყნის გუნდებს შორის, რომლებსაც აზიური კლუბებიც დაემატებიან, უფრო საინტერესო და ფინანსურად მომგებიანი იქნება.

ერთი სიტყვით, სანზარს ზე რაგბისთან დაკავშირებული სატელევიზიო კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და დიდი შანსია, მომდევნო, 2016 წლიდან ორ ახალ ტურნირს ჩაეყაროს საფუძველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული