მსოფლიოს თასი 2015: სადისციპლინო კომიტეტმა მოთამაშეები დასაჯა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის სადისციპლინო კომიტეტმა ახლახან მკაცრი დისციპლინარული სასჯელი პლეი ოფში მონაწილე გუნდების რამდენიმე წამყვან მოთამაშეს გამოუტანა.

არგენტინის ნაკრების გარემარბი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარსელო ბოსხი ერთი კვირით იძულებით დაისვენებს და 18 ოქტომბერს ირლანდიასთან გასამართ მეოთხედფინალურ მატჩს გამოტოვებს. "პუმების" მელელოვე 11 ოქტომბერს ნამიბიის ნაკრებთან მატჩში განზრახ ბინძურ თამაშში დაადანაშაულეს, რაც ორკვირიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, მაგრამ ვინაიდან მარსელომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და იქამდეც მსგავს საქციელში შემჩნეული არ იყო, სასჯელი ერთი კვირით შეუმცირეს.

დანაკლისი განიცადა არგენტინელთა მეტოქემ, ირლანდიის ნაკრებმაც. თითქმის იდენტური დანაშაულის გამო საფრანგეთის ნაკრებთან
მატჩის დროს ერთკვირიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და "პუმებთან" ვერ ითამაშებს "სამყურების" მესამეხაზელი შონ ობრაიანი.

კიდევ უფრო მეტად დაზარალდა შოტლანდიის ნაკრები, რომელიც კვირას, "თვიქნემზე" ავსტრალიის ძალზე ძლიერ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "სკოტებმა" ერთბაშად ორი წამყვანი მორაგბე, პირველხაზელი როს ფორდი და მეორეხაზელი ჯონი გრეი დაკარგეს.

ორივე მათგანს სადისციპლინო კომიტეტმა სამკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში ისინი "ნარშავების" შემადგენლობაში მსოფლიოს თასზე ვეღარ ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული