მსოფლიოს თასი 2015: "ბოკემ" საბრძოლო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს, "თვიქნემზე" უელსის ნაკრებს მსოფლიოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

გუნდის შემადგენლობაში ისევ არ არიან ლიდერები, ვიქტორ მეტფილდი და იან დე ფილიერსი. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაშია "ბოკეს" გარემარბი და მთავარი მელელოვე ბრაიან ჰაბანა. მის ანგარიშზე მიმდინარე შეჯიბრებაში ხუთი ლელოა. ამდენივე აქვს გატანილი ახალზელანდიელ გარემარბ ჯულიან სავეას. აღსანიშნავია, რომ ჰაბანას კარგი შანსი აქვს, "ოლ ბლექსის" ლეგენდარული გარემარბის, ჯონა ლომუს რეკორდი მოხსნას. მსოფლიოს თასების გათამაშებაში თითოეულის ანგარიშზე 15-15 ლელოა.

საგულისხმოა, რომ ჰაბანა, ტენდაი
მთავარირა, ფრანუსა ლოუ და სხლაკ ბურხერი წლევანდელ მსოფლიოს თასზე მე-5 მატჩს ითამაშებენ.

სამხრეთი აფრიკა
15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრაილი, 12. დამიენ და ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰენდრი პოლარდი, 9. ფური დუ პრი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. პიტერ-სტეფ დუ ტუა, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუან პინარი, 22. პატ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული