მოედანზე გულის შეტევით უელსის ნაკრების მორაგბე გარდაიცვალა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების მორაგბე დენი ჯონსი, რომელიც ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის გუნდში, "კიტლი კუგარსში" გამოდიოდა, მოედანზე მიღებული ინფარქტისგან გარდაიცვალა.

უკვე მატჩის მეოთხე წუთზე 29 წლის მოთამაშემ გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსთა ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, შეხვედრა კი შეწყდა.

ჯონსი, რომელსაც უელსის ნაკრების ღირსება დაუცავს, ხუთი თვის ტყუპის მამა იყო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა ახლახან ბელგიაში, "ლოკერენისა" და "გენკის" საფეხბურთო მატჩშიც მოხდა.

ასევე იხილეთ:
"ლოკერენის" ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ინფარქტისგან გარდაიცვალა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული